კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. გარდაცვალება 12:00 საათზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.ის თბილისში, გვიან ღამით გადმოიყვანეს.