ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. 88 წლის დათა ვანიშვილი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.

დათა ვანიშვილის საცხოვრებელ სახლთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები 2011 წელს აღმართეს, რის გამოც, მისი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა.