“მელიასა და მის ოჯახს სრული შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ დროს გადაიხადონ გირაო”

საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას, ამაზე მე დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში,- ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის მონაწილეობით, ოპოზიციასთან შეხვედრის თემა, სხვა საკითხებთან ერთად,  ნიკა მელიას საკითხი იყო.

“საკითხები, რომელიც გუშინ შეხვედრაზე იყო განხილული, არის ის საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და არის განხილვის საგანი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ჩვენი პოზიცია მინდა კიდევ საჯაროდ დავაფიქსირო, რომ საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას, ამაზე მე დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში.

მელიასა და მის ოჯახს სრული შესაძლებლობა აქვთ, რომ ნებისმიერ დროს გადაიხადონ გირაო და თუ მათ ინტერესში შედის მისი ციხიდან გამოყვანა, ასეც მოხდეს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.