ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე რუსთავის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მერიის სხდომათა დარბაზში ბავშვთა დაცვის რეფერირების საკითხებზე, საჭიროებების იდენტიფიცირებასა და ადგილობრივ დონეზე საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე მსჯელობენ.
ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლები რუსთავში ვიზიტით იმყოფებიან.
მუნიციპალიტეტში შეხვედრამდე, საბჭოს თავმჯდომარე ანა ბუჩუკურმა, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ქალაქში ბავშვთა ცენტრების ბენეფიციარები მოინახულეს.