გამყრელიძე: კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერც იქნება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული არ არის და ვერც იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად.

„სავადლდებულოობა სხვა რამეა, რომელსაც კანონი ადგენს. არავინ არავის აძალებს ვაქცინაციას. არის გამონაკლისები დიდი ეპიდემიების დროს, როცა ქვეყანამ ლოკალურად შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული არ არის და ვერც იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი გამოკვლევა გამოქვეყნდა, სადაც გამოკითხული მოსახლეობის 20% კატეგორიული წინააღმდეგია აცრის; 29% ეთანხმება, რომ უნდა აიცრას. საუბარია მოზრდილ მოსახლეობაზე. დანარჩენი მერყეობს და თქვენ უნდა დაგვეხმაროთ იმისთვის, რომ ვინც მერყეობს, ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია. დღესაც, 24 საათში, 10 ადამიანი გარდაგვეცვალა, ყოველდღიურად გვაქვს გარდაცვალების შემთხვევები. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტი კი ის არის, რომ თუ ადამიანი ორჯერადად ვაქცინირებულია, მისი მდგომარეობა არ მძიმდება და ფატალური გამოსავალი მინიმუმამდეა. თითქმის 100%-იანი დაცვა აქვს ამ ვაქცინებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების. ფატალური შემთხვევები რომ არ გვქონდეს, უნდა აიცრას მოსახლეობის დიდი ნაწილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.