31 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 მარტს 13:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში დავითგარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა ქუჩებზე.

14:00-დან 17:05 საათამდე – გარდაბანში გარდაბანში აღმაშენებლის, გამარჯვების, სადგურის, კონსტიტუციის, ჭავჭავაძის, ასათიანის, სამედ ვურგუნის, ტოლსტოის, ნიზამის და მიმდებარე ქუჩებზე.

14:00-დან 14:05 საათამდე და 17:00-დან 17:05 საათამდე – გარდაბანში აღმაშენებლის, რუსთავის, ჭავჭავაძის, ხეთაგუროვის, ფიზულის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კალინინო, ვახტანგისი, ტელმანი,ბოტანიკა, თბილწყარო.

16:00-დან 17:00-მდე – აბონენტებს სოფლებში კრწანისი, მთისძირი, მარტყოფი, თელეთი, კუმისის ტბის სანაპიროზე.

11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში სამშვილდე, დაღეთი.

12:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს დაბა მანგლისში და სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, ორბეთი, პანტიანი, ახალსოფელი, ალგეთი, თწვერი, პატარა თონეთი, დიდგორი, ახალი ზირბითი.

11:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მამხუტი, ტალავერი, მუხრანა.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.