რუსთავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მუსიკალური სკოლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყო და ხვალ დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 915 ლარს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, N1 მუსიკალური სკოლის ფასადს სარემონტო სამუშაოები მრავალი წელია არ ჩატარებია.









