რუსთავის მე-4 სკოლამ eTwining-ის სკოლის ტიტული მოიპოვა. როგორც სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ TV4-ს განუცხადა, პროექტი შერჩეულ სკოლებს და მის მასწავლებლებს ონლაინ პლათფორმებს სთავაზობს, ევროპის სკოლებთან კომუნიკაციისთვის და სხვადასხვა განმავითარებელი აქტივობებისთვის.
ინფორმაციისთვის, eTwining გულისხმობს მასწავლებლების პროფესიული განვითარებასა და მოსწავლეების საერთაშორისო პროექტებში ჩართვას. პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ რეჟიმში თანამშრომლობენ.
ინფორმაციისთვის, ეთვინინგი ევროკავშირთან პარტნიორობის საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელია, სადაც მსოფლიოს მასშტაბით სკოლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
მე-4 საჯარო სკოლა უკვე რამდენიმე წელია eTwining-ის მონაწილეა.