NCDC ვაქცინის პირველი დოზით აცრილთათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი დოზით აიცრა.

როგორც ასტრაზენეკას, ისე პფაიზერის პირველი დოზით აცრილებს NCDC მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები:

  • ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში
  • დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია
  • თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს
  • მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები
  • სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება
  • საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ორი ვაქცინითაა აცრა შესაძლებელი – ასტრაზენეკა და პფაიზერი.