დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო დღეებში საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეინიშნება და დადებითობის მაჩვენებელი იზრდება.
“ბოლო დღეებში გარკვეული ტენდენციაა ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ. მე არ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, მაგრამ დღეს 21 000 ტესტზე არის 528 შემთხვევა, რამაც დადებითობის მაჩვენებელი აიყვანა 2,53%-ზე. თუმცა 7 და 14-დღიან დადებითობის მაჩვენებელში ჯერჯერობით გვაქვს სტაბილურობა”, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, 23 მარტს საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
COVID-19