NDI: გამოკითხულთა 53% კოვიდვაქცინას არ გაიკეთებდა

NDI-ის  მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ ჩაიტარებდა.

კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის ვაქცინას/აცრას, გამოკითხულთა 53 % აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. 35% ამბობს, რომ აიცრებოდა, 12 %-მა კი არ იცის, აიცრებოდა თუ არა.

ამასთან, ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი).