NDI: გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება

NDI/CRRC-ის კვლევის თანახმად, 2021 წლის თებერვალში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად უმკალავდება.

თუ დეკემბერში 60% ამბობდა, რომ პანდემია კარგად იმართებოდა, თებერვალში ამას 68% იძახის.

კითხვაზე, რამდენად ეფექტურია, ან არაეფექტურია საქართველოში კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა?

პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ეფექტური – 50%
  • არაეფექტური- 37%
  • არ ვიცი 13%

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.