ავსტრალიაში წყალდიდობის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი წყალდიდობაა. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სტიქიურმა უბედურებამ ახალი სამხრეთ უელსის შტატში 30-ზე მეტი სახლი გაანადგურა, 50 000-ზე მეტ ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. დააზიანა მაგისტრალები.

ქვეყნის უდიდეს კაშხალში წყლის დონის კონტროლი შეუძლებელი გახდა, რის გამოც, ავსტრალიის უდიდეს ქალაქ სიდნეიში, მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ სახლების დატოვებისგან.