გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი შეხვედრა ქვემო ქართლში – რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის წევრები სს „RMG Copper”-ისა და შპს „RMG Gold”-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა საწარმოო ტერიტორიები დაათვალიერეს.
კომიტეტის წევრები დეტალურად გაეცნენ მიმდინარე საწარმოო პროცესებს, ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებს, მოინახულეს რეკულტივაციისა და შესაბამისი წყალშემკრები ნაგებობები.
სამუშაო ჯგუფმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰაერის დაბინძურებისა და ამტვერების პრევენციის მიზნით განხორციელებული სამუშაოების შესახებ.
„ რეგიონში, რეალური ცვლილებებია საწარმოო ციკლისა და საწარმოო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დაწყებულია ტერიტორიის მასშტაბური რეკულტივაციის სამუშაოები, ასევე, საკმაო ღონისძიებებია გატარებული როგორც წყლის დაბინძურების, ასევე, ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით. თუმცა, რჩება საკითხები, რომლებიც კვლავ მოსაწესრიგებელია,” – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.