გორში “ნაცმოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ

გორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ – ჩამსხვრეულია მინები და კარი. “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ცნობით, გორის ამავე ოფისს თავს უკვე მეხუთედ დაესხნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

მომხდართან დაკავშირებით დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.