დმანისში ქალთა საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურში დასაქმებულ ქალებს მიულოცეს.
დმანისის ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა დღესასწაულთან დაკავშირებით ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
“ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.”- წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.









