„ვარდების რევოლუციის დღიდან დაიწყო მოშლა ძეგლთა დაცვის სტრუქტურებმა. იქ რეფორმები საჭირო იყო, მაგრამ არა ნგრევის ფორმით“, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აპირებს, შექმნას ოსტატების რეესტრი და აღრიცხულ ხელოსნებს სახელმწიფომ სასერტიფიკატო პროგრამები შესთავაზოს.
„ძალიან მალე გამოვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა პროფესიის ადამიანები. ამბობენ, მჭედელი არ ჰყავს ქვეყანასო, მაგრამ არიან ქვის ოსტატებიც და სხვებიც, რომელთაგანაც შევქმნით რეესტრს. სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე, მზად ვიქნებით, რომ სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს. ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონტება კი არ უნდა მიმდინარეობდეს, არამედ – რეალური რესტავრაცია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.