კრისტიან დანიელსონი, სავარაუდოდ, დაბრუნდება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა გაიმართა.

„რადიო თავისუფლება“ სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ უამბო.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებმა წარმატებას ვერ მიაღწია, შესაბამისად   წამოიჭრა საკითხი კრისიტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ. საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაეთანხმნენ.

ბრიუსელელ კორესპონდენტზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი. ეს მოგვიანებით, შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.