მარგველაშვილი: არც აციეს, არც აცხელეს და გახარია შვებულებიდან გამოიყვანეს

არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებას.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკაში ყოფნას, მარგველაშვილი აღნიშნულს გამორიცხავს.

„პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ.

ამ კომენტარის შემდეგ მეკითხებით, „ქართული ოცნება 2“-ის თანადამფუძნებელი ვიქნები თუ არა? რა თქმა უნდა არა,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.