ფხაკაძე: დღეიდან აღარ ვილაპარაკებ კოვიდზე და ვაქცინაზე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საკითხებზე კომენტარებს აღარ გააკეთებს.

ამის შესახებ მან ფეისბუქის ლაივში განაცხადა.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის ხარისხს გააკონტროლებს.

“კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე და ვაქცინაციაზე აღარ ვისაუბრებ. ამ საკითხზე ნუღარ დამიკავშირდებით. არიან შესანიშნავი ექსპერტები, საქართველოში თუ საზღვარგარეთ, რომლებიც ამ თემებზე საუბრობენ.

“ორგანიზაცია დავაფუძნე “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს”, – განაცხადა ფხაკაძემ.