ხობში საცხოვრებელი სახლი იწვის

ხობში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ხის სახლს ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.