მსოფლიომ არ უნდა დაკარგოს ის პროგრესი, რაც პანდემიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია,-ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.
”ჩვენ აქამდე მოვედით, ამდენი ტანჯვა გადავიტანეთ და ამდენი დავკარგეთ. არ უნდა დავკარგოთ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი“, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, პანდემიის კონტროლის ინსტრუმენტები არსებობს, მაგრამ ისინი უნდა იქნას გამოყენებული თანმიმდევრულად და სამართლიანად.
”მეცნიერება, გადაწყვეტილებები და სოლიდარობა რჩება ჩვენს სახელმძღვანელოდ”, – ამბობს ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.
მიმდინარე კვირის ხუთშაბათს 12 თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ 19 გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.









