ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა და ორი შვილი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს “ოპელის” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. “ოპელის” მარკის ავტომობილში დედა და ორი შვილი იჯდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა  კლინიკაში გადაიყვანა.

“მერსედესის” მარკის ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, მას სამედიცინო დახმარებას, ასევე კლინიკაში გაუწევენ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.