“აზოტის” თანამშრომლების დარჩენილი ნაწილი აქციას შეუერთდა

“რუსთავის აზოტის” თანამშრომლები, რომლებიც საწარმოში ამ დრომდე მუშაობდნენ, ავტობუსებიდან ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

რამდენიმე წუთის წინ “აზოტის” გაფიცულმა თანამშრომლებმა გზა იმ ავტობუსებს გადაუკეტეს, რომლებსაც “აზოტის” თანამშრომლები სახლში გადაჰყავდათ. თანამშრომლები, რომლებიც პროტესტს ამ დრომდე არ უერთდებოდნენ, ავტობუსები დატოვეს და აქციას შეუერთდნენ.