დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 70 წლამდე ქალია.
შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ქალი აივანზე სარეცხს ფენდა.