მერვე მიკრორაიონში არსებული თეატრონის შენობის დემონტაჟი დასრულებულია

მერვე მიკრორაიონში არსებული თეატრონის შენობის დემონტაჟი დასრულებულია. როდის დაიწყება ახალი კორპუსის მშენებლობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც გასულ წელს საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე გახდა ცნობილი, ამ ადგილას ახალი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელშიც გასართობ-შემეცნებითი ცენტრი უნდა მოეწყოს.

ამავე სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ინვესტორმა 50 000 ლარის პროექტი უნდა განახორციელოს და ახალ კორპუსში სივრცე ახალგაზრდულ ცენტრსაც დაეთმოს.