დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას ქალი ემსხვერპლა

დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 70 წლამდე ქალია.

შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ქალი აივანზე სარეცხს ფენდა.