ანანურის გზაზე ტრაილერი ამობრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანანურის გზაზე,ჟინვალის წყალსაცავთან ტრაილერი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.