“არა 20 ივნისის ამნისტიას!” – პარლამენტთან აქცია 25 აპრილს გაიმართება

25 აპრილს, 15:00 საათზე პარლამენტთან აქცია სახელწოდებით “არა 20 ივნისის ამნისტიას” გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები მოძრაობა საქართველოსთვის, შეცვალე და დემოკრატიული მომავლისთვის არიან.

“19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზე. კანონპროექტმა, შესაძლოა, ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც დამნაშავე ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ჯალათები, ისე დაზარალებულები, რაც სრულიად მიუღებელი, ამორალური და დანაშაულებრივია.

სრულიად ვემიჯნებით 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს! შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეებისგან მოვითხოვთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს ეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით,” – აღნიშნულია განცხადებაში.