გაუქმდეს 5 დღიანი კარანტინი! – ენგურზე მომხდარ ტრაგედიას აქცია მოჰყვა

ენგურზე მომხდარ ტრაგედიას აქციები მოჰყვა თბილისსა და ზუგდიდში. ქუჩაში “სირცხვილიას” წევრები გამოვიდნენ.

აქტივისტების განცხადებით, სწორედ 5-დღიანი კარანტინის გავლის აუცილებლობის გამო, მოქალაქეები ცდილობენ ენგურის გადმოცურვას და ამ ფაქტს ეწირება ადამიანების სიცოცხლეც.

შეგახსენებთ, დღეს ენგურმა 3 ცხედარი გამორიყა, მეოთხე გარდაცვლილი კი დღის ბოლოს სოფელ ორსანტიაში იპოვეს.