დაპირისპირება ჭყონდიდში – მეუფე სტეფანე ისევ იგალობა

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. მეუფე სტეფანე სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარში შესვლას ისევ პოლიციის დახმარებით ცდილობდა, თუმცა მიტროპოლიტი ტაძარში არ შეუშვეს. 

სალხინოს ტაძარში მეუფეს კარი ჩაუკეტეს. დაპირისპირება იმ სასულიერო პირებსა და მიტროპოლიტს  შორის მოხდა, ვისაც მეუფე სტაფანემ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. 

დაპირისპირებული სასულიერო პირები მეუფე სტეფანესგან კითხვებზე პასუხს მოითხოვდნენ, მეუფე სტეფანემ მათ საპასუხოდ ამჯერადაც გალობა დაიწყო. ამბოხებული სასულიერო პირები მეუფეს ცილისწამებაში ადანაშაულებენ.