დაპირისპირება ჭყონდიდში – “არაფერი შესანდობელი მეუფე სტეფანესთან არ მაქვს”

 სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება ჭყონდიდში- სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მამა დანიელი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის საპასუხოდ აცხადებს, რომ შესანდობელი არაფერი აქვს.

“არაფერი შესანდობელი მეუფე სტეფანესთან არ მაქვს, ის არის უსამართლო ადამიანი, მატყუარა, ჩემს თვალში არაფერი არ არის, ადამიანიც არ არის. 

ისეთი ტყუილები ილაპარაკა, კეკუტია კრიმინალი გაამართლა და ამბიონზე ასვლა გაუპრავა. დიაკვანს თურმე, არ აქვს უფლება ამბიონზე ასვლის, მაგ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო. 

ან იმ განცხადების მერე, მთელ საქართველოს მოუწოდა, რომ გავერთიანდეთ, ჩავიდეთ, დამიდექით გვერდშიო. ხომ იცის, რომ აქ მთელი სოფელი მიდგას გვერდში, ხომ იცის, რომ დაპირისპირება იქნება, ხელჩართულ ბრძოლამდე მივა საქმე.  ეს არის ეკლესიაში პრობლემა, ისინი არაფერს ერიდებიან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის”, – განაცხადა მამა დანიელმა.

მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა დანიელი, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში და შუღლის შემოტანაში დაადანაშაულა და ის წინამძღვრობიდან გადააყენა