“ოცნების” დეპუტატი მელიაზე: გამოვა ვაია, არ გამოვა, ვუია

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ოპოზიციამ დილემის წინაშე დააყენა. როგორც მაჭარაშვილი ამბობს, “ლელოს” ინიციატივა, რომ ევროპარლამენტარები მელიას თავდებში ჩაუდგებიან შეთანხმების დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

“ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს – გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია. რაც შეეხება “ლელოს” მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად “ლელომ” ხელი მოაწერა. საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.