ენმ-ის თავმჯდომარესთან ადვოკატი შევიდა​

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიასთან მისი ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი შევიდა.

მელიას ადვოკატმა, ენმ-ს თავმჯდომარის გათავისუფლების გზებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია როგორც ამნისტია, ასევე გირაო.

“პროკურატურას აქვს უამრავი ინსტრუმენტი. მით უმეტეს, ნიკა მელიას ქეისი აღიარებულია, როგორც პოლიტიკური აღქმის მქონე სისხლის სამართლის საქმე. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ინსტრუმენტი, ვალდებულება აქვს სახელმწიფოს და მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, პროკურატურას, რომ მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია გათავისუფლდეს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან,”- განაცხადა ადვოკატმა.