ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები 1 000-ზე მეტმა ადამიანმა დაარღვია

ბოლო 24 საათში პოლიციამ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების 1 116 ფაქტი გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 107 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,  880 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 129 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.