აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს, სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება.