ვახტანგ გზირიშვილს 33 წელი შეუსრულდებოდა

რუსთავში, აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის ბიოგრაფიის მიხედვით შექმნილი წიგნის ,,არ დაიდარდო დედაო” პრეზენტაცია და გმირის 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

პრეზენტაციაზე, რომელიც რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა, ვახტანგ გზირიშვილის ფოტოების გამოფენა და წიგნის: ,, არ დაიდარდო დედაო” მიხედვით დადგმული მცირე წარმოდგენაც მოეწყო.

პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ მაიორი გიორგი მათიაშვილი, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომი

ტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ვახტანგ გზირიშვილის დედა და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი აქვს მინიჭებული. ვახტანგ გზირიშვილი 23 აპრილს 33 წლის გახდებოდა.