ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა. ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განცხადება უკვე შეტანილი აქვს.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. სააგენტოში ამბობენ, რომ საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია და კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე მაისში დასრულდება.

ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.