“ნიკა მელია არ არის ხელმომწერი მხარე, ის არ გახლავთ იმ უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები ამ შეთანხმებაში”, – არჩილ თალაკვაძე ნიკა მელია გუშინდელ განცხადებას აფასებს.
განცხადების თანახმად, რომელიც მელიამ გუშინ გაავრცელა, ენმ-ს თავმჯდომარე მზადაა, რომ დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, ოღონდ არ გამოიცეს 20 ივნისის ამნისტია.
თალაკვაძის განცხადებით, გირაო მხოლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებს მელიას.
“რაც შეეხება მელიას დამოკიდებულებას, მე მგონი ელემენტარული იურიდიული განათლებაა საჭირო. ეს უფრო სპეკულაციური კომენტარები იყო, ვიდრე იურისტების კომენტარები, თუმცა ოპოზიციიდან იურისტებმაც გააკეთეს ეს კომენტარები. საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. სიმართლე გახლავთ შემდეგი, რომ გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას. გირაოს თუ გადაიხდის ნიკა მელია, ის დატოვებს წინასწარი პატიმრობიდან დაწესებულებას და მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, გირაოს გადახდა უზრუნველყოფს ნიკა მელიას თავისუფლებას.ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.