თბილისში სროლა იყო, დაჭრილია ადამიანი

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლა იყო.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.