თეთრიწყაროში „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა დაიწყო

ახალგაზრდობის სააგენტომ თეთრიწყაროში „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა დაიწყო, რაც ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.

ახალგაზრდობის სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება.

სააგენტო პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ 2 თანამშრომელს, საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინ პლატფორმაში ჩართავს. კურსის  წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები  ,,ახალგაზრდობის კოორდინატორის“ სერტიფიკატს მიიღებენ.