თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება და ვითარდება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება და ვითარდება – ასე შეაფასა მინისტრმა 2021 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომელიც დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში ჩვენ გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა – დაახლოებით 31 პროცენტით,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, 2021 წლის მარტში ექსპორტის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიური პარამეტრი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელი ექსპორტის მოცულობის მიხედვით რეკორდული იყო საქართველოსთვის.