კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე: თუ არ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, უკუსვლას ვერაფერი შეაჩერებს

თუ ვაქცინაციის პროცესში არ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, ჩვენი უკუსვლის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჯერჯერობით ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც ძალიან სამწუხაროა.

„თუ ჩვენ ვაქცინაციის პროცესში არ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, ჩვენი უკუსვლის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. ისრაელის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შემთხვევების რაოდენობა 90%-ით არის შემცირებული, 85%-ით არის შემცვირებული სიკვდილობა და 2020 წლის ივლისის მერე ყველაზე დაბალი ციფრები აქვთ ყოველდღიური ავადობის საშუალო 7 დღის მაჩვენებლით. ნებისმიერი ვაქცინის კვლევა ხანგრძლივად გრძელდება და ამ კომპანიებს კვლევის პროცესში დათქმული აქვთ, რომ 2 წელი უნდა დააკვირდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში იკვლევდნენ. წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ვაქცინას სარგებელი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე – ზიანი, რომ შევადაროთ დედამიწა ფორთოხალს, ასეთია კოვიდისა და ვაქცინის სარგებლისა და რისკის ერთმანეთთან დამოკიდებულება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.