კახეთში ბავშვებს ტყვიაზე შეამოწმებენ

კახეთში ბავშვებს ტყვიაზე შეამოწმებენ. პროცესი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია ტყვიის დონის მატების დროული გამოვლენა და მისი დამაზიანებელი ზემოქმედების თავიდან აცილება.

ის ბავშვები, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდება, სახელმწიფო პროგრამით იქნებიან უზრუნველყოფილი.

ტყვიის შემცველობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმ ბავშვებში, რომბლებსაც რკინადეფიციტური ანემია აქვთ, შეიმჩნევა განვითარების, მეტყველების და სწავლის უნარების შეფერხება.

დღეისათვის ცნობილია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მავნეა ტყვიის ნებისმიერი დონის ექსპოზიცია.