კახეთში გაუჩინარებული 18 წლის გოგო იპოვეს – ის ცოლად სხვა კაცს გაჰყვა

18 წლის გოგო, რომელიც კახეთში გუშინ დილით გაუჩინარდა, იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით,  ის ცოლად სხვა მამაკაცს გაჰყვა.

როგორც გოგოს მამა, შახმაზ ყურბანოვი აცხადებს, მისი შვილი სოფელ დუზაგრამაში მცხოვრებ მამაკაცზე იყო დანიშნული.  ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამ ნიშნობის გამო მათი შვილი პროტესტს არ გამოხატავდა.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლუთ დაიწყო, რაც უკანონო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.