მაშველებმა მტკვარში რუსთაველი ქალის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მტკვარში რუსთაველი ქალის ცხედარი იპოვეს.

TV4-ის ინფორმაციით, ქალს მაშველები დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

ჩვენივე  ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში თბილისის სამაშველო სამსახურიც იყო ჩართული, რადგან დაკარგული ბოლოს დედაქალაქში ნახეს.