მეგრელიშვილი: წარმოდგენა არ მაქვს, რა შეხვედრები განახლდა, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა შეხვედრები განახლდა, თუმცა მმართველ პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეთანხმება პოლარიზაციის დასრულების ერთადერთი საშუალებაა.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა შეხვედრები განახლდა, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეთანხმება რამე ფორმით შედგეს და ეს კონფლიქტი დასრულდეს, მაგრამ ამის ლოდინი აღარ არის ჩვენი ვალდებულება. ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების ერთადერთ ვარიანტად ვხედავ, რომ ეს კატასტროფული დაპირისპირება ამ ორ დიდ პარტიას შორის დასრულდეს“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.