მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღე – აქცია რუსთავში

მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავსა და თბილისში აქცია „ტკბილი გზავნილი“ ჩატარდა.

აქციის მიზანია  ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების რეალური საჭიროებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და საზოგადოების ჩართვა მათი პრობლემების გადაჭრის პროცესში.

„ტკბილი გზავნილი – შეცვალე დამოკიდებულება 1 მაფინით“  სოციალური კამპანია „ემეგობრეს“ ფარგლებში ჩატარდა.

კამპანია სოციალურ ქსელში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღევანდელი ქუჩის აქტივობით დასრულდა.

აქციის ფარგლებში გაფორმდა  და დარიგდა 600-მდე მაფინი კამპანიის მთავარი მესიჯებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კარიტასის აღსაზრდელები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები.

მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით 2012 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.