„ნამახვანის“ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა

გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეების თქმით, სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვენ, მათ სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს.

სამართალდამცველებმა მათი შეკავება მოახერხეს.