ნინო ლაცაბიძე და ალექსანდრე დალაქიშვილი “აზოტის” ხელმძღვანელობას ხვდებიან

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი “რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციას ხვდებიან.

 

 

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები “რუსთავის აზოტში” დასაქმებულებს შეხვდნენ და მათი ძირითადი მოთხოვნები მოისმინეს.

 

ნინო ლაცაბიძე და ალექსანდრე დალაქიშვილი “რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელ პირებს ამ წუთებში ხვდებიან.

შეგახსენებთ, მეორე დღეა “რუსთავის აზოტის” თანამშრომლები საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. გაფიცულები სახელფასო ანაზღაურების 50%-ით გაზრდას ითხოვენ. დღეს უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა აქციის მონაწილეებსა და საწარმოს დირექციას შორის. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა “რუსთავის აზოტმა.